воскресенье, 30 апреля 2017 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

   დღეს  გავიმეორეთ წინა დღეს განხილული საკითხები. განვიხილეთ  შეფასების სხვადასხვა მეთოდი. შევავსეთ სასწავლო  პროექტის  გეგმის  რამდენიმე საკითხი. დავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი. შევქმენით  მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენტაცია PowerPoint-ში.

суббота, 29 апреля 2017 г.

ტრენინგის მესამე დღე

  დღეს  ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე. ეროვნული  სასწავლო  გეგმიდან ამოვიღეთ და პროექტს მოვარგეთ  შესაბამისი სტანდარტი. დავისახეთ სასწავლო მიზნები; დავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. განვიხილეთ საკვანძო კითხვების მაგალითები და მნიშვნელოვანი იდეის გამომხატველი  სიტყვები. 



воскресенье, 23 апреля 2017 г.

ტრენინგის მეორე დღე

     დღე  საინტერესოდ  დაიწყო.  ტრენინგში მონაწილე  პედაგოგებმა ერთმანეთს  გავუზიარეთ განსახორციელებელი პროექტების სათაურები, ზოგადი  მონახაზი. მე  გადავწყვიტე, განვახორციელო პროექტი სათაურით ,,დედამიწა  თამბაქოს  კვამლის  გარეშე". 
   გავეცანით პუბლიკაციის მომზადების წესებს. შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც დაინტერესებულ ადამიანს აუხსნის ჩემ  მიერ  კლასში  პროექტის   განხორციელების მიზნებს. ვიმუშავეთ ბუკლეტის  დიზაინზე. 
     ვფიქრობ,  ძალიან  ნაყოფიერი და საინტერესო იყო  დღევანდელი ტრენინგი. დრო  შეუმჩნევლად  გავიდა.

суббота, 22 апреля 2017 г.

ტრენინგის პირველი დღე

     დღე დაიწყო ტრენინგის კურსის შინაარსის გაცნობით. ინტელის სასწავლო კურსი გვთავაზობს პროექტებით  სწავლებას. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დავუკავშიროთ ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს, ხელი  შევუწყოთ მოსწავლეებს, განუვითარდეთ 21- ე საუკუნის სააზროვნო უნარ-ჩვევები  და გავზარდოთ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. 
     გავეცანით პროექტის პორტფოლიოს სქემას და შევქმენით საკუთარი პორტფოლიო თავისი შემადგენელი  7 საქაღალდით,  სასწავლო რესურსების საქაღალდე - თავისი შემადგენელი ხუთი  დოკუმენტით. გავიხსენეთ და  შევქმენით ახალი ბლოგი.
      სამუშაო ძალიან  საინტერესოა. ტრენერი ქეთევან ცერაძე შეასანიშნავად ხსნის მასალას. ვფიქრობ, ტრენინგზე  მიღებული  ცოდნა  დამეხმარება  ჩემს  პროფესიულ  საქმიანობაში, კერძოდ, პროექტზე მუშაობა უფრო  ნაყოფიერი  და  მიზანმიმართული  გახდება.