воскресенье, 14 мая 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე

   დღევანდელი დღის დასაწყისში გავიმეორეთ წინა  დღეს  განხილული საკითხები, კერძოდ, პროექტის სამუშაო გეგმა. ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე, თუ როგორ უნდა გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს პროექტზე მუშაობის პროცესში: გავაკეთეთ სლაიდშოუ   PowerPoint-ის გამოყენებით. გადავხედეთ პორტფოლიოს  და ავტვირთეთ დრაივში, მივანიჭეთ  მისამართი და  დავიმახსოვრეთ. შევქმენით სიის გაჯეტი, მივანიჭეთ მისამართი და ავტვირთეთ ბლოგზე.
    განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო  ჩვენი ტრენერის - ქალბატონ ქეთის მიმართ, რომელმაც თითოეული დღე გახადა საინტერესო და ბევრის მომცემი. დიდი სურვილი მაქვს კვლავ დავესწრო ქალბატონი ქეთის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს, რადგან ჩემთვის ბევრის მომცემი იყო.

суббота, 13 мая 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

   გავიმეორეთ წინა დღეს  განხილული საკითხები. აღვწერეთ სასწავლო პროექტის სრული ციკლი. ვიმუშავეთ  პროექტის გეგმაზე  ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით,მოვიფიქრეთ განსაკუთრებული  საჭიროების  მქონე  მოსწავლისთვის განკუთვნილი დავალება. განვსაზღვრეთ პროექტისთვის საჭირო რესურსები: აპარატული, პროგრამული, ბეჭდური, ინტერნეტრესურსები, ინვენტარი, მასალები.
  ტრენინგის  დღე  საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. აქ მიღებული ცოდნა დამეხმარება მოცემული პროექტი განვახორციელო ჩემს მოსწავლეებთან. იმედია, პროექტი  მოეწონებათ ბავშვებს და აქტიურად ჩაერთვებიან მუშაობაში. პროექტზე მუშაობა დაეხმარება მათ ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენაში.

пятница, 12 мая 2017 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

    დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით. ვისწავლეთ ძირითადი საკითხების გათვალისწინებით მოსწავლის შემაჯამებელი პრეზენტაციის გაკეთება PoverPoint - ში , რომელიც შევინახეთ პაპკაში სახელწოდებით ,,მოსწავლის  ნიმუში". შევადგინეთ შეფასების რუბრიკები. შევისწავლეთ მისი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. გადავხედეთ გაკვეთილის  გეგმას, შევავსეთ რამდენიმე  საკითხი.
    საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო. აღფრთოვანებული  ვარ  ქალბატონ  ქეთის  პროფესიონალიზმით.

вторник, 9 мая 2017 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

    დღე  დავიწყეთ  წინა  სატრენინგო  მასალის  გამეორებით, შემდეგ  ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე, ინტერნეტიდან გადმოვწერეთ სურათები, მივუთითეთ  მათი ინტერნეტმისამართები. განვიხილეთ ლიტერატურული შაბლონები. დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები და დავწერეთ კომენტარები. შევქმენით მოსწავლის ბლოგი, ვიმუშავეთ მის დიზაინზე, დავუმატეთ გაჯეტები. 
    ვფიქრობ, მიღებული ცოდნა დამეხმარება, დამოუკიდებლად  შევქმნა ბლოგი, რომლის საშუალებითაც თვალს მივადევნებ  ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას, დავგეგმავ ახალ და საინტერესო გაკვეთილებს, რაც ხელს შემიწყობს გავზარდო მოსწავლეთა ინტერესი, ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში; დავეხმარები მათ ახალი ცოდნისა და უნარ - ჩვევების დაუფლებაში.

воскресенье, 30 апреля 2017 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

   დღეს  გავიმეორეთ წინა დღეს განხილული საკითხები. განვიხილეთ  შეფასების სხვადასხვა მეთოდი. შევავსეთ სასწავლო  პროექტის  გეგმის  რამდენიმე საკითხი. დავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი. შევქმენით  მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენტაცია PowerPoint-ში.

суббота, 29 апреля 2017 г.

ტრენინგის მესამე დღე

  დღეს  ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე. ეროვნული  სასწავლო  გეგმიდან ამოვიღეთ და პროექტს მოვარგეთ  შესაბამისი სტანდარტი. დავისახეთ სასწავლო მიზნები; დავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. განვიხილეთ საკვანძო კითხვების მაგალითები და მნიშვნელოვანი იდეის გამომხატველი  სიტყვები. 



воскресенье, 23 апреля 2017 г.

ტრენინგის მეორე დღე

     დღე  საინტერესოდ  დაიწყო.  ტრენინგში მონაწილე  პედაგოგებმა ერთმანეთს  გავუზიარეთ განსახორციელებელი პროექტების სათაურები, ზოგადი  მონახაზი. მე  გადავწყვიტე, განვახორციელო პროექტი სათაურით ,,დედამიწა  თამბაქოს  კვამლის  გარეშე". 
   გავეცანით პუბლიკაციის მომზადების წესებს. შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც დაინტერესებულ ადამიანს აუხსნის ჩემ  მიერ  კლასში  პროექტის   განხორციელების მიზნებს. ვიმუშავეთ ბუკლეტის  დიზაინზე. 
     ვფიქრობ,  ძალიან  ნაყოფიერი და საინტერესო იყო  დღევანდელი ტრენინგი. დრო  შეუმჩნევლად  გავიდა.